|
2018-03-18 19:47:07, 2238 ნახვა
სამართალი
პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს 2 მოქალაქე ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა
მიმდინარე წლის წლის 16 მარტს პოლონეთში, ქალაქების ოპოჩნოსა (ლოძის რეგიონი) და კონსკიეს (სვიეტოკშის რეგიონი) დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, საქართველოს ხუთი მოქალაქე კი სხეულის დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას. ინფორმაციის მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა საქართველოს კონსული პოლონეთის რესპუბლიკაში თეიმურაზ ფურცელაძე. მან მოინახულა დაშავებულები და შეხვედრა გამართა ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებში. წინასწარი ინფორმაციით „ოპელის" მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ მოძრავ ავტობუსს დაეჯახა. საქართველოს ორი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. ხუთი დაშავებულს კი ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს სამედიციონო დაწესებულებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)