|
2018-03-18 12:23:43, 1534 ნახვა
საზოგადოება
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში წყალტუბოს რაიონში ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია უტარდება
შპს „რენეგეიდ თი“ პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროგრამა „ქართული ჩაის“ მენეჯერი ლევან უროტაძე და წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად წყალტუბოს რაიონში დაფინანსებულ კომპანიას ესტუმრნენ და რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული კომპანია ასევე „ქათული ჩაის“ პროგრამის ფარგლებში აპირებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინოს ტყიბულის რაიონში 15 ჰექტარზე.
პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)