|
2018-03-18 10:08:22, 1689 ნახვა
საზოგადოება
კომპანია „დოპელმაიერს" საგამოძიებო სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა, პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის შემდეგ ექნება
კომპანია „დოპელმაიერის" წარმომადგენლებს გუდაურში ავარიულად გაჩერებული საბაგირო „საძილეს" სადგურზე საგამოძიებო-კვლევითი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის შემდეგ ექნებათ. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. "ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია ავარიის გამომწვევი მიზეზების ღიად და გამჭვირვალედ და რაც მთავარია ობიექტურად დადგენის სურვილით, რასაც პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობა უზრუნველყოფს. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კომპანიას „ბიურო ვერიტასი", რომელმაც თანხმობა განაცხადა, საკუთარი წარმომადგენელი მოავლინოს გუდაურში ვითარების შესასწავლად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორედ დამოუკიდებელი დასკვნის შედეფად შეიტყოს, თუ რამ განაპირობა ავარია გუდაურის ერთერთ საბაგიროზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი ყველა ჩართული მხარისაგან, რადგან საუბარია არა ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო შედეგზე",-აღნიშნულია განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)