|
2018-03-17 16:49:35, 2193 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დაცული ტერიტორიები დაემატება
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ახალი ფართები შეემატება. ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დაცული ტერიტორიების გაზრდის საკითხზე უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ახლო მომვალში იქნება წრდგენილი. მინისტრი ამბობს, რომ დაცული ტყეები და ლანდშაფტი დაცულ გარემოს ნიშნავს. ამასთან დავითაშვილის ინფორმაციით, 2018 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით გაიზარდა და 31 892 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 59% ქართველია, ხოლო 41% - უცხოელი. საერთაშორისო მოგზაურებიდან, დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, გაერთიანებული საემიროებიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ესტუმრა. მიმდინარე წლის მონაცემებით, ტოპ 5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიაა: თბილისის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნულ პარკი, პრომეთეს მღვიმე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)