|
2018-03-17 14:35:49, 1510 ნახვა
საზოგადოება
უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში იმერეთსა და კახეთში შეხვედრები გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში იმერეთისა და კახეთის რეგიონში შეხვედრები გაიმართა. უწყების ცნობით, 5-7 მარტს, იმერეთის რეგიონში საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ქუთაისში, სამტრედიაში, ვანში, თერჯოლაში, ტყიბულში, წყალტუბოში, ხონში, ჭიათურაში, საჩხერეში, ბაღდათსა და ზესტაფონში მოსახლეობას, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, მედიასა და ფერმერებს შეხვდნენ. იმერეთის რეგიონში სულ 12 შეხვედრა გაიმართა და საერთო ჯამში, შეხვედრებს 600-მდე ადამიანი დაესწრო. კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები 12-13 მარტს კახეთის რეგიონში გაიმართა. საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა შეხვედრები თელავში, გურჯაანში, ყვარელში, ახმეტასა და საგარეჯოში გამართეს. კახეთის რეგიონში სულ 7 შეხვედრა გაიმართა და საერთო ჯამში, შეხვედრებს 300-მდე ადამიანი დაესწრო. შეხვედრებს ესწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, პედაგოგები, ფერმერები, სასულიერო პირები, მედია და სხვ. კამპანიის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან. საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)