|
2018-03-17 11:26:07, 1567 ნახვა
საზოგადოება
ყიფიანის ქუჩაზე ქვაფენილის გზა ეწყობა
ყიფიანის ქუჩის მცხოვრებლები კეთილმოწყობილი ქვაფენილის გზით ისარგებლებენ. მთაწმინდის გამგეობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამ ქუჩაზე ორ თვეში დაასრულებს. მერიის ინფორმაციით, კაპიტალურად შეკეთდება 1500 კვ.მ. ამორტიზებული გზა და ტროტუარი, რომლის გასწვრივ 430 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ეტაპობრივად მიმდინარეობს არსებული რიყის ქვის დემონტაჟი და ბაზალტის ახალი ქვაფენილის მოწყობა, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მთაწინდის გამგებელი დავით კირკიტაძე. მისი თქმით, გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, არსებულ რიყის ქვას, რომელიც დაზიანებულია და ასევე, არაკომფორტულია გადაადგილებისთვის, ქვაფენილი ჩაანაცვლებს. „ფაქტობრივად, კეთდება ხანგრძლივ ექსპლუატაციაზეა გათვლილი ახალი, კაპიტალური გზა, რომლის მშენებლობაც მაისში დასრულდება“, - განაცხადა გამგებელმა. საგზაო სამუშაოებს ყიფიანის ქუჩაზე გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლატი+“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 163 800 ლარია.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)