|
2018-03-16 19:45:13, 1973 ნახვა
საზოგადოება
თბილისში რამდენიმე ცნობილ რესტორანს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
თბილისში მდებარე ცნობილ რესტორნებსა და კაფეებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევები გამოავლინა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებში: „თაღლაურა“; „ძველი ქალაქი“; „კაფე კალა“; „პლაზა ჰოლი“; „კრუიზი“; „ოქროს კათხა“ და „მუხამბაზი“. აღნიშნულ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და 1000 ლარით დაჯარიმდნენ. ამასთან, ობიექტებში - „კახელები“; „თაშრე“; „რესტორანი თევზის სახლი“; „კერია“ გამოვლინდა ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაცია, რის გამოც 1000 ლარით დაჯარიმდნენ. ეტიკეტირების წესის განმეორებითი დარღვევისთვის 1200 ლარით საზოგადოებრივი კვების ობიექტები „ფაიტონი“ და „ლაკადა“ დააჯარიმდნენ. „მწვადიაური“ მიკვლევადობის დარღვევის გამო 200 ლარით დაჯარიმდა; 100 ლარით - „ტეხასი“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო და 500 ლარით - „ბაბილო“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არ ქონის გამო. ამასთან, დადებითი მდგომარეობა დაფიქსირდა სამ რესტორანში. ესენია: "ჭაშნაგირი", "ლუდის მოედანი" და "წისქვილი".
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)