|
2018-03-16 17:12:23, 1580 ნახვა
საზოგადოება
უამინდობის გამო, გუდაურიდან მეორე ვერტმფრენი ვერ გამოფრინდა - დაშავებულები თბილისში რეანომობილებით გადმოჰყავთ
ვერტმფრენმა, რომელსაც დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ორსული ქალი, გუდაურიდან თბილისში უნდა გადმოეყვანა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აფრენა ვერ შეძლო. როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულის გამო, ისინი კიდევ 2 დაშავებულთან ერთად, თბილისში რეანომობილებით გადმოჰყავთ. რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეს, იგი ღუდუშაურის კლინიკაში ვერტმფენით გადმოიყვანეს. პაციენტს ხელის ღია მოტეხილობა და თავის ტრავმა აღენიშნება. კლინიკაში ცოტა ხნის წინ მის მოსანახულებლად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე მივიდა. შეგახსენებთ, რომ გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)