|
2018-03-16 16:35:53, 1348 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა უკრაინის დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ელჩს პირადად მიაწოდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილი პირადად ესაუბრა უკრაინის ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს და გუდაურში, საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის შედეგად უკრაინის დაშავებული მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „ველაპარაკე უკრაინის ელჩს და დეტალურად ავუხსენი სიტუაცია. რა თქმა უნდა, დავარწმუნე, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის მოქალაქეების, ასევე ყველა დანარჩენი მოქალაქის ჯანმრთელობა იყოს დაცული", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი-ვიცე პრემიერი ამ წუთებში გუდაურში იმყოფება, სადაც ცოტა ხნის წინ, სათხილამურო ტრასაზე, ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც მოქალაქეები დაშავდნენ. დაშავებულთა შორის უკრაინის 3 მოქალაქეა. ერთი მათგანი უკვე გადაყვანილია თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში. დაშავებულთა შორის ასევე არიან ერთი შვედეთის მოქალაქე, ოთხი კი რუსეთის მოქალაქე.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)