|
2018-03-16 14:34:08, 1712 ნახვა
საზოგადოება
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - გუდაურის საკურორტო ზონაში, ავარიული გათიშვა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში, ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა, ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ გუდაურის საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით „ენეგრო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაშია აღნიშნული. საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ საბაგიროს ხაზი საპირისპირო მიმართულებით დატრიალდა და რამდენიმე ადამიანი გონდოლიდან ჩამოვარდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე სასწრაფო დახმარების 3 ეკიპაჟი მუშაობდა. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ეკიპაჟებმა დაშავებულები გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს. „პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ასევე თბილისიდან გაგზავნილია 2 რეანომობილი, რათა საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს მათი შემდგომი ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)