|
2018-03-16 12:54:01, 1365 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველმა პარლამენტს საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურა წარუდგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი წარუდგინა. სახალხო დამცველის განცხადებით, მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა კონკურსმა ბევრი ღირსეული ადამიანი გამოავლინა, რაც სამეურვეო საბჭოს პრინციპული, ღირებულებების ერთგული, კრიტიკული წევრებით დასაკომპლექტებლად კარგ შესაძლებლობას ქმნის. „სახალხო დამცველმა ამ რთული გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე მდგარი გამოწვევები და მიიჩნია, რომ ზვიად დევდარიანი, რომელიც გაბედული, კვალიფიციური და მოტივირებული ადამიანია, შეძლებს მომდევნო 6 წლის განმავლობაში ღირსეულად და საფუძვლიანად შეასრულოს თავისი მოვალეობა; შეძლებს გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ხარვეზების წარმოშობის შემთხვევაში, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, დროულად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება“, - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)