|
2015-05-18 20:54:29, 423 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ვიმედოვნებ, მთავრობა უფრო სწრაფ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხოლმე, როცა საქმე ბიზნესის განვითარებას ეხება
„იმისათვის, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად იქნას მიღებული, ბევრად მეტი უფლებამოსილებებით აღჭურვილი მინისტრთა კაბინეტი უნდა გვქონდეს“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავსტრიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ძალიან სერიოზული ეკონომიკური პოტენციალი აქვს, რაც მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა იყოს ათვისებული. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა უფრო სწრაფ და დინამიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხოლმე, როდესაც საქმე ბიზნესის განვითარებას ეხება. „ჩემს საპარლამენტო გამოსვლაში მე ვსაუბრობდი ე.წ. საბჭოებზე, კომისიებზე, რომელიც გარკვეულად გადაწყვეტილების მიღების დინამიკას აფერხებდნენ. ეს ჩემი პოზიცია მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ პარტნიორებთან ბევრად უფრო აქტიური და დინამიური ურთიერთობები უნდა გვქონდეს, უნდა იყოს გადაწყვეტილებები მიღებული სწრაფად და იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილებები იყოს მიღებული სწრაფად, უნდა გქვონდეს ბევრად მეტი უფლებამოსილებებით და გადაწყვეტის სწრაფი უფლებამოსილებებით აღჭურვილი მინისტრები და მინისტრთა კაბინეტი.ამიტომ, ჩემი საუბარი მიმართული იყო იქითკენ, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად და დინამიურად ჩავერთოთ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, რადგან საქართველოს აქვს სერიოზული ეკონომიკური პოტენციალი, როგორც ქვეყანამ, რომელმაც მოაწერა ხელი ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებას, ჩვენ რეალურად ნებისმიერ ინვესტროს ვაძლევთ შესაძლებლობას გავიდეს უზარმაზარ ბაზარზე, გვაქვს ძალიან საინტერესო შესაძლებლობები ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით.ერთ-ერთი საუკეთესო რეიტინგი გვაქვს, გვაქვს ძალიან დაბალი საგადასახადო სისტემა, შესაბამისად, მთელი ეს პოტენციალი უნდა იქნას მაქსიმალურად გამოყენებული და სწრაფ დროში. ეს იყო მიმართული მიმდინარე პოლიტიკურ დინამიკაზე, რომელიც საქართველოშია და იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოსვლის შედეგად და კვალდაკვალ საქართველოს მთავრობა უფრო სწრაფ და დინამიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხოლმე, როდესაც ეს ეხება ბიზნესს და როდესაც ეს ეხება ბიზნესის განვითარებას, რადგან უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც გააჩნია ქვეყანას უფრო სწრაფად უნდა იქნას ათვისებული განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის ირგვლივ ეკონომიკური სირთულეებია“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)