|
2018-03-14 19:43:41, 1785 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ანაკლიაში წელს რამდენიმე მუსიკალური weekend-ი გაიმართება
„ანაკლიასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, რომ წელს გარდამავალი პერიოდი გამოვაცხადოთ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Check in Georgia-ს 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, გარდამავალ პერიოდში ანაკლიაში არაერთი პროექტი განხორციელდება. „ანაკლია წელს გარდამავალ პერიოდში იმუშავებს. ჩატარდება რამდენიმე მუსიკალური weekend-ი, მათ შორის ერთი ვრცელი, 4-დღიანი მუსიკალური weekend-ი. ასევე კვირის დღეებში დაგეგმილია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის ხელშემწყობი ღონისძიებების და ბუთკემპების ჩატარება", - აღნიშნა მინისტრმა Check in Georgia-ს პრეზენტაციაზე. ამასთან ერთად, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება მხარდაჭერის 3 ან 5-წლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ანაკლიაში ღონისძიებების სტაბილურ გრაფიკს - ყოველწლიური ფესტივალის არსებობას და ამ ფესტივალის გრძელვადიან მხარდაჭერას. Check in Georgia-ს წლევანდელი პროექტის ფარგლებში ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს. პროექტი თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებს მოიცავს. წლევანდელი Check-in Georgia-ს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტო ფესტივალები, რეგიონალური თეატრების ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea და სხვა. აღსანიშნავია, რომ Check in Georgia-ს შემოუერთდნენ „ოუფენ ეარი", 4 GB და ა.შ. Check in Georgia-ს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება.
(NS)
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)