17:15 - 01 Jul, 2026
|
2018-03-14 18:53:57, 2157 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა ტერეზა მეის - ლავროვი რუსი მინისტრია და არა ბრიტანელი, მისი შეფასება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია
„სერგეი ლავროვი რუსი მინისტრია და არა ბრიტანელი, მისი შეფასება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია“, - ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის, რომელმაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს „თანამდებობისთვის შეუფერებელი“ უწოდა. „ტერეზა, ლავროვი რუსი მინისტრია და არა ბრიტანელი. მისი, როგორც მინისტრის შეფასება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია. მე მესმის, რომ თქვენ გსურთ ეს სხვანაირად იყოს, მაგრამ თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონია“, - წერს ზახაროვა Facebook-ის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ლავროვს თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)