|
2018-03-14 00:00:35, 24048 ნახვა
სპეციალური ანონსი
14 მარტის ანონსი
14 მარტს, 09.00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში გაიხსნება კავკასიის რძის სექტორის კონგრესი. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი. 14 მარტს, 09:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში“ მცირე და საშუალო ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის და ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით ღონისძება გაიმართება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრება. 14 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის.: ინგოროყვას ქ. #7 14 მარტს, 10:30 საათზე, პარლამენტში, “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: RMG GOLD-ის გეგმები და საყდრისის პრობლემები. 14 მარტს, 12:00 საათზე, ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში "მათემატიკის ფესტივალი 2018" გაიხსნება. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალს გალის რეგიონის მოსწავლეები და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. 14 მარტს, 12:00 საათზე, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრი ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც გაავრცელებენ განცხადებას არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის მოთხოვნის შესახებ. 14 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს რელიგიის საქმეთა სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად 250 შშმ პირს ინვალიდის ეტლი გადაეცემა. მის.: ესმა ონიანის ქ. N 23, საქართველოს მუსლიმთა ადმინისტრაციის შენობა 14 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა.საკონტაქტო პირი თაკო მათეშვილი -598 15 65 73 14 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ (თავისუფლების მოედანი) საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „საქართველოს კაპიტალი“-ს სამომავლო გეგმები და პროექტები. კერძოდ, საინვესტიციო კომპანიის მიერ მოზიდული ინვესტიციები და ამ თანხების ინვესტირება ქართულ კომპანიებში. 14 მარტს, 18.30 საათზე, მრავალფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკა“-ში (თბილისი, ვარდების მოედანი) პროექტ Check in Georgia-ს დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)