21:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 15:26:12, 1706 ნახვა

კომენტარი
„ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო სპეკულაციების მიზეზი საქართველოში წინასაარჩევნო პოლიტიკური ბრძოლაა“

მცდელობები, რუსეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დესტაბილიზაცია მოხდეს რეგიონში,  წარმატებას ვერ მოიპოვებს, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო სპეკულაციების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში წინასაარჩევნო მწვავე პოლიტიკური ბრძოლაა.

„დღეს საქართველოში მწვავე პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო სპეკულაციები და ისტერიები ამიტომ არ წყდება. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ქულების დაწერას პოპულისტური განცხადებებისა და აქციების ხარჯზე ცდილობს.  ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ქულების დაწერა ყველაზე იოლია ნაციონალიზმის საკითხისა და რევანშისტური გამონათქვამების გამოყენებით“, - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ისტერიის კიდევ ერთი წყარო საქართველოს დასავლელი კურატორები არიან, რომლებიც სხვადასხვა უფლებადამცველ  ორგანიზაციებს იყენებენ, რათა „სამხრეთ ოსეთი“ ოკუპირებულ რეგიონად წარმოაჩინოს, სადაც ადამიანების უფლებები ილახება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics