21:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 11:55:45, 1247 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: პრემიერის მოწოდება არის ძალიან კონკრეტული და ჟენევის ფორმატის გაძლიერებას გულისხმობს

ჩვენ ვისმენთ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კვირიკაშვილის ინიციატივა ძალიან კონკრეტულია და ჟენევის ფორმატის გაძლიერებას გულისხმობს.

„პრემიერ-მინისტრის მოწოდება და ინიციატივა არის ძალიან კონკრეტული და გულისხმობს არა ჟენევის ფორმატის მოშლას, არამედ, პირიქით, ჟენევის ფორმატის გაძლიერებას, კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური ჩართულობით“, - განაცხდა ჯანელიძემ.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მოთხოვნას, რუსეთის ფედერაციამაც უპასუხოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების და საქართველოს მთავრობის მოთხოვნას უპასუხოს ასევე რუსეთის ფედერაციამ და შესაბამისად, მაღალი პოლიტიკური დონის მონაწილეობით და ნების გამოხატვით, შესაძლებელი გახდეს შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რათა მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება“, -  აღნიშნა ჯანელიძემ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics