21:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 15:26:29, 2201 ნახვა

კომენტარი
მეუფე შიო - ჩვენი ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება უახლოეს დროში მოხდება

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის საპატრიარქოსთან დამატებითი კომუნიკაცია არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა, რომელიც წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფება.

„ვართ ძალიან შეშფოთებულები რომ ამდენი ხანი გაჭიანურდა ცხედარის გადმოსვენება და ოჯახს არ ეძლევა საშუალება, რომ ქრისტიანულად დაკრძალოს და ეს რა თქმაუნდა ტრაგედიაა. ამასთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმას თუ რა არის უდიდესი ჭრილობა და იარა, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რაც არის ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. ვლოცულობთ, რომ მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. ამ ეტაპზე ვფლობთ ინფორმაციას, რომ უახლოეს დროში მოხდება ცხედრის გადმოსვენება“,- განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიოს განცხადებით,  სასულიერო პირებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დალოცვა, სანუგეშო სიტყვები გადასცეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics