11:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-10 11:00:36, 1347 ნახვა

რეგიონი
შიდა ქართლში დოესის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

შიდა ქართლში დოესის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხისა და შიდა სამეურნეო ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფილტრაციული დანაკარგების შესამცირებლად არხზე ეწყობა მონოლითური ბეტონი, მონტაჟდება ჩამქრობი და გამანაწილებელი ჭები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი გახდება 275 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. აღდგენილი საირიგაციო სისტემით  კასპის    მუნიციპალიტეტის  4 სოფლის (ზემო ხანდაკი, დოესი, თელიანი და სოფელ ხოვლეს) მოსახლეობა ისარგებლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

პროექტი 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics