21:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 11:19:41, 3202 ნახვა

მსოფლიო
ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა რუსეთის პატრიარქს „КГБ-ს აგენტი“ და „სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა

ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ვალერი სიმეონოვმა რუსეთის პატრიარქის კირილის ქონება გაასაჯაროვა.

სიმეონოვის მტკიცებით, რუსეთის პატრიარქს  შვეიცარიაში ვილა, კერძო ვერტმფრენი და 30 ათასი დოლარის ღირებულების საათი აქვს.

ასევე, ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა,  БНТ-ს ეთერში,  კირილს „КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა.

„ეს არ არის მართლმადიდებელი მოძღვარი. ეს არის აგენტი მიხაილოვი, საბჭოთა КГБ-ს მეორეხარისხოვანი აგენტი“, - განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, კირილი  წლებია უკვე კონტრაბანდით არის დაკავებული.

„კირილი სულაც არ არის სამოთხიდან მოვლენილი, კეთილსინდისიერი უფლის მსახური, ის კონტრაბანდითაა დაკავებული და 1996 წლიდან, რუსეთში 14 მილიარდი დოლარის ოდენობის სიგარეტი შეიტანა“,- განაცხადა სიმეონოვმა.

ცნობისთვის, მანამდე ბულგარეთის პრეზიდენტი რუმან რადაევი, ბულგარეთის გათავისუფლების 140-ე წლისთავისადმი მიღვნილ დღესასწაულზე სიტყვით გამოვიდა. რუსეთის  პატრიარქმა,  რადევის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება.   პატრიარქ კირილის აზრით, რადევმა ოსმალური იმპერიის დამარცხებაში რუსეთის როლს არასაკმარისად გაუსვა ხაზი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics