|
2018-03-07 11:10:00, 1616 ნახვა
სამხედრო
შვედეთის თავდაცვის მინისტრი მეოთხე მექანიზებულ ბრიგადას ესტუმრა
ტოტალური თავდაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი სწავლებები, სავალდებულო სამხედრო სამსახური, რეზერვის ახალი კონცეფცია - ეს ის საკითხებია, რომელზეც შვედეთის თავდაცვის მინისტრმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას, ყურადღება გაამახვილა და საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა. პიტერ ჰულტქვისტი ვაზიანში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან და გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფებოდა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ბრიგადის ოფიცრებსა და სერჟანტებს პირადად გაესაუბრნენ, გაწეული სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. შვედეთის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ შვედეთი 2019 წელს “ნატო-საქართველოს სწავლებაში” ჩაერთვება. ჯარისკაცებთან გასაუბრების შემდეგ, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ხელმძღვანელობამ შვედეთის დელეგაციას ბრიგადის ისტორიისა და საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მომავლის გეგმები გააცნო. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენისა და ახალი სარეზერვო სამსახურის შემოღების გამო კმაყოფილება გამოთქვა. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვესტუმრე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფს და მასზე დისლოცირებული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის, მათი სამხედრო ცხოვრებისა და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ მივიღე ინფორმაცია. გავეცანი ქვედანაყოფში არსებულ ტექნიკასაც. მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას, ამავე დროს აფართოებს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან. ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში ჩემი კოლეგის მოწვევით ვიმყოფები, რომელთანაც დღეს ძალიან ნაყოფიერი დისკუსია მქონდა. ვისაუბრეთ, თუ როგორ შეგვიძლია განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. ვგეგმავთ წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობას როგორც საქართველოში, ისე შვედეთში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პატივი უნდა ვცეთ საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს და თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს. ბატონო მინისტრო, დიდ მადლობას გიხდით შესანიშნავი სტუმართმოყვარეობისთვის, ურთიერთობისა და მეგობრობისთვის“, - განაცხადა შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა პიტერ ჰულტქვისტიმ. საქართველოსა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ ხედვაში არსებულ მსგავსებებზე გაამახვილეს ყურადრება და ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წვევამდელთა დიდი ნაწილი სურვილს გამოთქვამს სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ საქმიანობა პროფესიულ არმიაში გააგრძელოს. სტუმრებმა მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე შეიარაღებაც დაათვალიერეს. შვედეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას ქართველი კოლეგა, ლევან იზორია მასპინძლობს.
(NS)
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)