21:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 09:33:49, 384 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ირაკლი ალასანიას შეხვდა

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი  ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

თინა ხიდაშელის განცხადებით, ის არ აპირებს მედიასთან შეხვედრის დეტალებზე საუბარს.

„თავდაცვის ყოფილ მინისტრებთან ვაპირებ  შეხვედრას. რაზე ვიმსჯელეთ ნამდვილად არ ვაპირებ მოგიყვეთ. აბსოლუტურად ყველას ვხვდები და ირაკლი ჩემი მეგობარია. მასთან ბუნებრივია შეხვედრები გაცილებით ხშირი და ინტენსიური მექნება, ვიდრე იმათთან, ვინც არ არიან ჩემი მეგობრები“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე ისაუბრეს თუ არა ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის მოქმედმა  და ყოფილმა მინისტრებმა  პასუხისგან თავი შეიკავეს.

ამასთან, როგორც  ირაკლი ალასანიამ აღნიშნა,   საუბარი შეეხო ყველა საჭირბოროტო საკითხს და თავდაცვის სამინისტროს მომავალ გეგმებს.

„ვისაუბრეთ ყველა საჭირბოროტო საკითხე, რაც ეხება თავდაცვის სამინისტროს და ასევე ვისაუბრეთ მიმავალ გეგმებზე, რომელიც მქონდა თავდაცვის უწყებაში.  მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით  ეს ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც საჭიროა. ჩვენ ვართ მეგობრები და პრაქტიკულად ყველა თემაზე ვისაუბრეთ“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics