11:46 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 15:15:00, 801 ნახვა

რეგიონი
პატარაძე ბათუმის ესტაკადას მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ, რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ესტაკადას მიმდინარე მშენებლობას გაეცნო. 

ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი პარალელურად ორი მიმართულებით ხორციელდება: ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მშენებლობა და უშუალოდ ესტაკადას საძირკვლის მოწყობა. 

პროექტის მიხედვით ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა ჯამში 1 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნება. აღნიშნული გზის 500 მეტრის მოწყობა უკვე დასრულებულია, ხოლო მეორე ნაწილი კი მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. 
პარალელურად ესტაკადის საძირკვლის სამუშაოები (პანდუსის ხიმინჯების ჩასასმელ ტერიტორიაზე გრუნტის ამოჭრა) და ასევე ხიმინჯების მოწყობა ხორციელდება, რომლის შემდეგაც უშუალოდ ხიდის მშენებლობა დაიწყება. 

ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესში დაახლოებოთ 60 ადამიანია დასაქმებული, პროექტის მიმდინარეობის პროცესში ეს რაოდენობა 80 მდე გაიზრდება. 

ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის სამუშაოების დამთავრებას მიმდინარე წლის ივლისში გეგმავს. ბათუმის ესტაკადა ხელს შეუწყობს ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობის განტვირთვას და ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურად განხორციელებას, რაც რეგიონის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას მოემსახურება.

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics