20:37 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 11:25:11, 1471 ნახვა

კომენტარი
ბესელია რეზოლუციაზე: მთავარია, დოკუმენტს ჰქონდეს არამხოლოდ შეფასების შინაარსი, არამედ მკვეთრი ეფექტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, პარლამენტმა ტატუნაშვილის საკითხზე ერთიანი დოკუმენტი მიიღოს და რეზოლუცია ყველა პოლიტიკური ძალის მიერ იყოს მხარდაჭერილი.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მთავარია, დოკუმენტს ჰქონდეს არამხოლოდ შეფასების შინაარსი, არამედ მკვეთრი ეფექტი.

„ალბათ, ბოლო პერიოდის მოვლენებს თუ გავიხსენებთ ეს არის უმძიმესი მოვლენა. ყველანი ვართ შეძრული და ვართ მოლოდინის რეჟიმში. ბოლო ინფორმაცია იყო საიმედო და ველოდებით, რომ საბოლოოდ მაინც გადაწყდება გადმოსვენების საკითხი, რომ ოჯახს მიეცეს მართლაც დატირების საშუალება. ეს არის ადამიანურად ყველაზე მძიმე და ემოციური მომენტი. რაც შეეხება შემდეგ ქმედებებს, იცით რომ დაგეგმილია პარლამენტში რეზოლუციების განხილვა. ვფიქრობთ, რომ ალბათ უკეთესი იქნება, თუ ერთიან დოკუმენტს მივიღებთ. ჩვენს მიერ ინიცირებულ დოკუმენტში, რომელიც უმრავლესობამ წარმოადგინა, არის ძალიან მკაცრი შეფასებები და ფართო ხედვა ამ ძალიან მძიმე შემთხვევის გამო, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის, მობილიზების, რეაგირების და მგონია, რომ ეს დოკუმენტი ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერილი. ჩვენთვის მთავარია, რომ დოკუმენტს ჰქონდეს არამხოლოდ შეფასების შინაარსი, არამედ მკვეთრი ეფექტი“, - განაცხადა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics