19:06 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 15:16:15, 446 ნახვა

საზოგადოება
ოჯახის წევრების მტკიცებით, ყარაჯალადან ქალები თურქეთში სავაჭროდ გაემგზავრნენ

გავრცელებული ინფორმაციით,  სირიაში საქართველოდან 2 ახალგაზრდა ქალი წავიდა.თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას მოსახლეობის განმარტებით, მათ თურქეთის მიმართულებით საზღვარი დაახლოებით 5 დღის წინ გადაკვეთეს, საქართველოში კი, მცირეწლოვანი შვილები დატოვეს.

"გავიგე ინფორმაცია, რომ  ორ ქალს დაუტოვებია ოჯახი, ბავშვები და წასულან. სად წასულან, რა მიზნით, ჭორის დონეზე ამბობენ, ვითომ სირიაში წასულან, მაგრამ ნამდვილად იქ წასულან, არ გადასულან არვიცი",-განაცხადა ყარაჯალას სკოლის დირექტორმა.

"აღშფოთებულია მთელი სოფელი, ასეთ რამეს ყარაჯალაში არ ველოდებოდით",-აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტში ყარაჯალას რწმუნებულმა ალასიქატ სარდალიევმა.

"რუსთავი2"-თან საუბარში ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ქალები სირიაში წავიდნენ. მათი თქმით, ისინი თურქეთში სავაჭროდ გაემგზავრნენ და დაბრუნდებიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics