|
2018-03-03 17:26:55, 1907 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტრო: ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები არ დაიხურება
ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრების ფუნქციონირება გაგრძელდება, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს განათლების სამინისტროდან აცნობეს. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები შენარჩუნდება. რეგიონებში აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს მინისტრის დავალებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმნინოშვილი დღეს ესაუბრა და მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად, გადაწყდა, რომ ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები არ დაიხურება და ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს გამოცდების აღნიშნულ ცენტრებში ჩაბარებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, იგეგმება 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 5 მარტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე საგამოცდო ცენტრების სრული სია გამოქვეყნდება.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)