22:01 - 23 Jul, 2026
|
2018-03-03 14:04:13, 1723 ნახვა
საზოგადოება
მერიამ და საკრებულომ საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების ერთობლივი მონიტორინგი დაიწყეს
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების ერთობლივი მონიტორინგი დაიწყო. სამუშაო ჯგუფები თბილისის ყველა რაიონში აღნუსხავენ დაზიანებულ საგზაო ნიშნებს, შუქნიშნებს, სიჩქარის იძულებითი შემცირების ბორცვებს, ასევე წაშლილ მონიშვნებსა და ქვეითთა გადასასვლელებს. აღნიშნული ნუსხა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ საგაზაფხულოდ შესასრულებელი სამუშაოების სიას დაემატება და ინფორმირებისთვის საკრებულოს შესაბამის კომისიას გადაეგზავნება. ტრანსპორტის საქალაქო სამსახური დედაქალაქში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტექნიკური საშუალებების მონიტორინგს სისტემატურად ატარებს. მონიტორინგში დედაქალაქის საკრებულო პირველად ჩაერთო. (NS)
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)