|
2018-03-01 12:04:51, 1706 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 3 ქვეყანასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს
შრომითი მიგრაციის პროცესების წარმატებული რეგულირებისა და მართვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ილიანა დერილოვამ მოაწერეს. პოლონეთის პარალელურად, დროებითი, ცირკულარული მიგრაციის განხორციელების მიზნით, მოლაპარაკებები ევროკავშირის კიდევ 3 ქვეყანასთან მიმდინარეობს. თანამშრომლობის განვითარების შედეგად საქართველოდან არალეგალური ხასიათის მქონე შრომითი მიგრაცია კანონიერების ჩარჩოებში მოექცევა; შესაბამისად, შემცირდება უცხოეთში არალეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული რისკები. ხელი შეეწყობა შრომითი მიგრანტების შრომითი და სოციალური უფლებების დაცვას, საქართველოსა და მიმღებ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებას; შემსუბუქდება არალეგალურ, ხანგრძლივ შრომით ემიგრაციასთან დაკავშირებული დემოგრაფიული და სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემები. სამშობლოში დაბრუნებისას, უკეთესი შემოსავლების მიღების მიზნით, უცხოეთში მიღებული პროფესიული ცოდნისა და ორგანიზაციული უნარების გამოყენებას უკეთ შეძლებენ, რაც ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს. ევროკავშირის ქვეყნებთან დროებით შრომითი მიგრაციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დაწყება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნების გარანტი იქნება და „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედების ალბათობას შეამცირებს. ამჟამად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ ფარგლებში თანამშრომლობენ. თანამშრომლობის მიზანია, განავითაროს სამინისტროს შესაძლებლობები ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისა და ამ ქვეყნებში, საქართველოდან მიგრანტ მუშაკთა კანონიერად დასაქმების ხელშეწყობისათვის.
(NS)
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)