|
2018-02-28 16:25:07, 2915 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა
"მაუწყებლობის შესახებ" კანონს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი არ მოაწერა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი არ აპირებს ვეტოდაძლეულ კანონს ხელი მოაწეროს. "როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო ცვლილებები "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში და "შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში. როგორც კანონი ითვალისწინებს, კანონპროექტები ხელმოსაწერად გადმოეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ეს კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. პარლმენტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით იმსჯელა მოტივირებულ შენიშვნებზე, მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და პარლამენტმა კვლავ უყარა კენჭი მიღებულ ცვლილებებს და კვლავ დაუჭირა მხარი ამ ცვლილებებს. როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ეს კანონპროექტები კვლავ გადმოიგზავნა პრეზიდენტთან და პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება - ის ხელს არ აწერს ამ კანონპროექტებს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, კანონი შესაძლოა ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშეც შევიდეს. პროცედურულად, პრეზიდენტის უარის შემდეგ, კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მოაწეროს. ირაკლი კობახიძეს კანონზე ხელის მოსაწერად 5-დღიანი ვადა აქვს.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)