|
2018-02-28 13:51:27, 2082 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, მოახდინოს შემოწმება, არსებობს თუ არა შესაბამისობა მარკირებულ და რეალურ პროდუქციას შორის
„ბაზარზე ზედამხედველობის მიმართულებით პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, მოახდინოს შემოწმება, არსებობს თუ არა შესაბამისობა მარკირებულ და რეალურ პროდუქციას შორის“ - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის განმარტებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. მისი თქმით, ამ ცვლილებას ბევრი მწარმოებელი ითხოვს, რათა რეალურ, კონკურენტულ გარემოში იყვნენ. „ეს არის სწორი ნაბიჯი იმისთვის, რომ მომხმარებელმა ის ფასი გადაიხადოს პროდუქციაში, რა მარკირებაც პროდუქციას აქვს. შესაბამისად, ჩვენი მომხმარებელი, ერთი მხრივ, იქნება დარწმუნებული, რომ მარკირება, რომელიც პროდუქციას აქვს, შეესაბამება შიგთავსს. მეორე მხრივ კი, არაკონკურენტულ გარემოში არ აღმოჩნდებიან ის კეთილსინდისიერი მწარმოებლები, რომლებიც ხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქციის უსაფრთხოების ნაწილშიც. მისი თქმით, ამ კანონით ასევე მოწესრიგდება, რომ საფრთხის შემცველი არ იყოს პროდუქცია, რომელსაც მწარმოებელი აწარმოებს ან იმპორტიორს შემოაქვს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)