|
2018-02-28 13:39:13, 1534 ნახვა
საზოგადოება
მერიაში გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაზარალებულ მოსახლეობას და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მათ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე კითხვები შენობის მდგრადობასთან და ჩატარებულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით დაისვა. თბილისის მერის მოადგილეებმა მათ დოკუმენტაცია, კერძოდ ლევან სამხარაულის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც შენობის მდგრადობა დასტურდება. „წარვუდგინეთ დოკუმენტაცია , ექსპერტიზის დასკვნები , სადაც დასტურდება, რომ შენობის მდგრადობა და უსაფრთხოება აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას , რომ მოსახლეობა აღნიშნულ შენობაში ცხოვრობდეს. ამასთან ერთად ვიტყვით იმასაც, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდება ამ კორპუსის სრული სარეაბილიტაციო აღდგენითი სამუშოები“,- განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა, მოსახლეობასთან კომუნიკაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. (NS)
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)