14:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 11:59:44, 2431 ნახვა

მსოფლიო
ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი: აუციელებლია სასწრაფო გამოძიება ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად

ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომი ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

როგორც ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართელოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დროული გამოძიების ჩატარებაა აუცილებელი.

„მინდა შევუერთდე საერთაშორისო თანამეგობრობას და შეშფოთება და მწუხარება გამოვთქვა ტრაგიკული ფაქტის გამო. აუციელებლია სასწრაფო გამოძიების ჩატარება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებების და მომხდარზე პასუხისმგებლობის დასადგენად. ასევე აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ის ორი ადამიანი, რომლებიც ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს. ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს დროში უნდა გადაიყვანონ“, - განაცხადა მოსლერ-ტორსტრომმა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. მოსლერ-ტორსტრომმა გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics