|
2018-02-27 16:34:59, 1851 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება
კვირას, 4 მარტს, 18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარიონეტული რეჟიმები ჩვენს უდანაშაულო თანამოქალაქეებს ხოცავენ. ყველას გვახსოვს ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობა და სხვა არაერთი სასტიკი და დაუნდობელი ნაბიჯი სეპარატისტული რეჟიმებისგან. აქციის მთავარი მიზანია, გამოვხატოთ სოლიდარობა კიდევ ერთი დაღუპული ქართველის მიმართ, რომელიც შეეწირა ოკუპაციას. კიდევ ერთი ქართველი გახდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობისა და რუსული სისასტიკის მსხვერპლი. • ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები, ვთვლით, რომ აღნიშნული ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირება, როგორც სახელმწიფოსგან ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისგან, რადგან ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, ჩვენს პრინციპებსა და ფასეულობებზე, განვითარებაზე, ქვეყნის წინსვლასა და ჩვენს მშვიდობიან არჩევანზე. • მიგვაჩნია რომ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას ეს ფაქტი გააერთიანებს და კვირას 18:30 საათზე, დავანახებთ ცივილიზებულ სამყაროს, რომ საქართველო დგას მშვიდობის მხარეს, ხოლო სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთი ისევ ირჩევს ომის, მკვლელობებისა და ძალადობის გზას", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. https://www.facebook.com/events/168520787135818/
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)