|
2018-02-27 12:27:50, 1579 ნახვა
კომენტარი
კახიძე: რუსეთთან ურთიერთობების ე.წ. დათბობა და მათთვის დითირამბების მიძღვნა, არაგონივრული ნაბიჯია
„ევროპული საქართველო“ ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ოთარ კახიძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ რუსეთთან მიმართებაში ე.წ. რბილი პოლიტიკა უნდა შეცვალოს და უფრო პრინციპული პოზიცია დაიჭიროს. „ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა ტატუნაშვილის საქმემ, მანამდე ოთხოზორიას საქმემ, რომ რუსეთი ზნეს არ შეიცვლის და ჩვენგან დათმობის პოლიტიკის ნაცვლად აუცილებელია, მკვეთრი და პრინციპული დიპლომატიური პოლიტიკის გატარება. ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ეკისრება არა კონფლიქტის რომელიმე მხარეს, არამედ ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობა. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ მაქსიმალური მობილიზება მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების, რომ დროულად იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქის გადმოცემა ჩვენთვის, რომ საშუალება ჰქონდეს მის ოჯახს, შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს, ჩვენი ჯარისკაცის სამხედრო ფორმით დაკრძალვა, და რაც ყველაზე მთავარია, აქედან უნდა გამოვიტანოთ ჩვენ გაკვეთილი, რომ რუსეთთან ურთიერთობების ე.წ. დათბობა, ე.წ. პრაგმატული პოლიტიკა და მათთვის დითირამბების მიძღვნა, არის უბრალოდ არაგონივრული ნაბიჯი. რუსეთთან საჭიროა პრინციპული პოზიციის დაჭერა, აუცილებელია რომ საქართველოს საკითხი იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების საგანი, რომ ჩვენ ვიყოთ იმაზე მეტად ხმამაღალი, მკვეთრი, მომთხოვნ, ვიდრე ამდენი წლის განმავლობაში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ჩვენი სპეცრაზმელები, რომლებიც ციხეში არიან კოლაბორაციონისტების ჩვენებებზე დაყრდნობით, უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა, უნდა მოხდეს რაღაც საკითხებზე შეთანხმება და არ შეიძლება ხელისუფლებამ იმეოროს რუსული ნარატივი იმასთან დაკავშირებით, რომ აქ კონფლიქტი არის წინა ხელისუფლების ბრალი, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, რომ რუსეთის განზრახვა ოკუპაცია არ არის, ამგვარი რიტორიკა უნდა დასრულდეს", - აღნიშნა ოთარ კახიძემ.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)