|
2018-02-26 20:56:09, 1657 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ნარიყალას ფერდობზე სამუშაოების მწარმოებელი კომპანია დაჯარიმდა, თუმცა ვფიქრობ, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნარიყალას ფერდობზე სამუშაოები ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა. როგორც კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია დაჯარიმდა. თუმცა, მერის შეფასებით, შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც იკვეთებოდეს: „რამოდენიმე სიტყვა მინდა გითხრათ ნარიყალას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სამუშაოებზე. დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია იქ არსებულმა მდგომარეობამ. ჩვენი- მერიის უკმაყოფილებაც მოჰყვა ამას, რადგან ყველანაირი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა იქ სამუშაოები. თითქოს არქეოლოგიური გათხრები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არც ამის ნებართვა ჰქონდათ. ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა ეს კომპანია, თუმცა მე მგონია,ეს არის სიხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისი სამსახურები და კულტურის სამინისტრო აუცილებლად დაინტერესდება და ნახავთ, თუ არის მართლა ამ მიმართულებით დანაშაული, უნდა აღიძრას სიხლის სამართლის საქმე, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი ქალაქისთვის და ასეთი დამოკიდებულება არასწორია“,-განაცხადა კალაძემ. მერმა საზოგადოებას გუდიაშვილის მოედნიდან მიმართა, სადაც ხვალ სამუშაოები დაიწყება. კალაძე ყველა დაინტერესებულ პირს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე იწვევს: „ვიმყოფებით გუდიაშვილის მოედანზე. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ვიწყებთ ამ მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.არის მომზადებული ყველაფერი იმისთვის, რომ სამუშაოები დავიწყოთ. ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ თბილისი ნამდვილად არის პოლიტიკის მიღმა, თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მის სამსახურში ერთმანეთს უნდა დავუდგეთ მხარში, ამიტომ ყველას, ვინც ზრუნავდა ამ მოედანზე, იქნება ეს თბილისის ჰამქარი, ხელოვნებათმცდონე, ისტრიკოსები, მხატვრები, თუ მწერლები,აქციებში მონაწილე, ირგვლივ მცხოვრები ადამიანები, ყველას, ვინც ერთხელ მაინც დაინტერესებულა და შეწუხებულა ამ მოედნის ბედით, გიწვევთ ხვალ სამუშაოების დაწყების აღსანიშნავად. ისტორიული თბილისის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.დაახლოებით 500 მილიონი ლარის დახარჯვას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში, რომ ისტორიული შენობა- ნაგებობები და ისტორიული უბნები შევინარჩუნოთ“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)