19:08 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 14:50:32, 1863 ნახვა

საზოგადოება
სიგუა აცხადებს, რომ თუ მთავრობა მიწას იჯარით არ მისცემს, GEM Fest-ი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარდება

GEM Fest-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას განცხადებით,  თუ საქართველოს მთავრობა 2018 წლის მუსიკალური ფესტივალისთვის, მიწას იჯარით არ მისცემს, ღონისძიება ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარდება.

ამის შესახებ სიგუამ „ფეისბუქის“  საკუთარ გვერდზე წერს.

მისი განცხადბებით, GEM Fest-ი 9-12 აგვისტოს ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში აუცილებლად ჩატარდება, რადგან ბილეთები უკვე იყიდება და თარიღებიც გამოცხადებულია.

„მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი ჯემფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგზოგიერთები) . მათი “დახმარება” რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა ეგეც ვისწავლე. მიწა რომ არ მოგცენ იჯარით რას იზავთ? აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ”,- წერს სიაგუა.

 გიორგი სიგუას განცხადებით, ვალებს მაშინ დააბრუნებს, როცა ფინანსურად გაძლიერდება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics