|
2018-02-25 13:01:19, 1991 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
„1921 წლის 23 თებერვალი არ არის ბრძოლის დასრულების დღე - მაშინ დაიწყო ის ბრძოლა, რომელიც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დაგვირგვინდა ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენით",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა. დღეს საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა. პარლამენტის სასახლის ხარების სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი აღევლინა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თბილისის მერთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო. დღესვე, ირაკლი კობახიძემ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, დედაქალაქის მერთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, იუნკერთა ხსოვნისადმი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო. „დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც ერთი საუკუნის წინ გმირულად იბრძოდნენ სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. 1921 წლის 23 თებერვალი არ არის ბრძოლის დასრულების დღე. მაშინ დაიწყო ის ბრძოლა, რომელიც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დაგვირგვინდა ჩვენი გამარჯვებით და ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენით",- განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს. პარლამენტის თბილისის სასახლის შიდა ეზოში, იუნკრების ფოტოგამოფენა იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, იუნკერთა შთამომავლები და ჩოხოსნები დაესწრნენ. 1921 წლის 23 თებერვალს რუსი ოკუპანტების შემოსვლას ქართველთა მხრიდან საბრძოლო მოქმედებები მოჰყვა. კოჯორ-ტაბახმელასთან, ქვეყნის თავისუფლებისთვის უთანასწორო ბრძოლაში არაერთი ქართველი მებრძოლი და იუნკერი დაიღუპა. იუნკერთა პირველი მსხვერპლი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის (სობორო) ეზოში (ახლანდელი პარლამენტის შიდა ეზო) დაკრძალეს. რუსეთის არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 97 წელი გავიდა.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)