|
2018-02-23 15:58:06, 1668 ნახვა
საზოგადოება
საბიბლიოთეკო რეფორმასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია საბიბლიოთეკო რეფორმასთან დაკავშირებით, ლიტერატურული და საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრეს. მერის მოადგილემ პრეზენტაცია გამართა და შეხვედრის მონაწილეებს ბიბლიოთეკებში დღეს არსებული მდგომარეობა და საბიბლიოთეკო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. „დღეს ჩვენ შევხვდით მწერლებს, გამომცემლებს, ადამიანებს, ვისაც უყვარს წიგნი, იმისთვის, რომ მათ ბიბლიოთეკების რეფორმისა და მოდერნიზების მიმართულებით თბილისის მერიის გეგმები გავაცნოთ. პირველ რიგში, ეს არის სამართლებრივი პრობლემის მოგვარება, ახალი ა(ა)იპ-ის შექმნა, ბიბლიოთეკარების გადამზადება და იქ არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მზად ვართ, ამ პროცესში გამომცემლებისა და საერთოდ, ბიბლიოთეკების განვითარებით დაინტერესებული მოქალაქეების შენიშვნები მოვისმინოთ და რჩევები გავითვალისწინოთ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. თბილისის მერიის ინიციატივით დაგეგმილი საბიბლიოთეკო რეფორმა მუნიციპალური ბიბლიოთეკების მოდერნიზებას, მათი ინფრასტრუქტურის განახლებასა და აღჭურვას, ასევე, კადრების კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით, მათ პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებს. რეფორმის ფარგლებში, ასევე, იგეგმება ახალი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ შექმნა, რომელშიც თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა და თბილისის მედიათეკები მოექცევა. მისი მიზანი თანამედროვე ტიპის კულტურულ-საინფორმაციო სივრცის შექმნაა, რომელშიც მომხმარებელს საშუალება ექნება, როგორც მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით, ისე ელექტრონული რესურსებით ისარგებლოს. ასევე, სხვადასხვა ტიპის პროფილური სერვისების შექმნა და განვითარება იგეგმება. სამომავლოდ, ასევე, შეიქმნება წიგნის საპატიო მცველის შტატი, რომელსაც ის ბიბლიოთეკარები დაიკავებენ, რომელთაც თბილისის ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდის შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.
(NS)
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)