13:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 20:08:15, 1549 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე არალეგალ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გერმანიის მთავრობის მიერ მიცემული შესაძლებლობით ისარგებლონ

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გერმანიის მთავრობის მიერ მიცემული შესაძლებლობით ისარგებლონ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საუბარია სერიოზულ თანხაზე და ამის შესახებ ინფორმაცია უფრო კარგად გავრცელდება. 

ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაბიჯი კონკრეტული შედეგის მომტანი იქნება. 

„ესეც არის ის მხარდაჭერა, რომელსაც გამოთქვამენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და პირველ რიგში გერმანია, რათა ხელი შეუწყონ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩავიდნენ გერმანიაში და აქვთ სურვილი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ. გერმანიის მთავრობა სთავაზობს სპეციალურ პირობებს, ფინანსურ დახმარებას და იმ ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც მათი დაბრუნებისთვის არის საჭირო. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება კონკრეტული შედეგის მომტანი ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ სამშობლოში დაბრუნება. მოვუწოდებ, ამ შესაძლებლობით ისარგებლონ“, - განაცხადა ჯანელიძემ.

ცნობისთვის, გერმანული მხარის თანახმად 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებობს შესაძლებლობა, პირებმა მიიღონ  დამატებით 3000 ევრომდე რაოდენობის ფულადი მხარდაჭერა, სამშობლოში საყოფაცხოვრებო პირობების დასაკმაყოფილებლად მაგალითად ქირავნობის დასაფარავად, სამშენებლო ან სარემონტო მიზნებისთვის და ა. შ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics