|
2018-02-22 11:12:12, 1459 ნახვა
საზოგადოება
2018 წელი ლოგისტიკის წლად გამოცხადდა
თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი უწყებაში ლოგისტიკის წლად გამოაცხადა. გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა შეკრებილ სამხედროებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „არმიჰოლში“ გააცნო. ლევან იზორიას განცხადებით, რეფორმის მიზანი შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეცენტრალიზება, ავტონომიურობა, მობილურობა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მართვისა და კონტროლის გამარტივებაა. თავდაცვის მინისტრის თქმით, თითოეული ქვედანაყოფის ხარჯებისა და რესურსების მოდელირების მიზნით ავტომატიზებული სისტემები დაინერგება, რაც უწყებას რესურსების უკეთ მართვის შესაძლებლობას მისცემს. რეფორმის ფარგლებში, ასევე, მარაგების ანალიზის, მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და 2018 წლის ლოგისტიკის სამოქმედო გეგმა შემუშავდა. პრეზენტაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გარდა, „შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სისტემების განვითარების პრეზენტაციაზე“ სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, კუბიკის (აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი) პროგრამის მენეჯერი გრეგორი კანატა და აშშ-ის ევროპული სარდლობის სტრატეგიული ლოგისტიკის დირექტორის მოადგილე, კაპიტანი ბრაიან როსა გამოვიდნენ. (NS)
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)