|
2018-02-21 17:14:02, 1322 ნახვა
საზოგადოება
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით განახორციელოს შრომით დავების განმხილველი მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაცია და მოსამართლეთა რაოდენობა დაადგინოს. „მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნათ შრომის დავების განმხილველი სპეციალიზებული სასამართლო კოლეგია ან, უკიდურეს შემთხვევაში, განახორციელოთ შრომის დავების განმხილველ მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შრომითი დავის სასამართლო განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. ამ დათქმის მიუხედავად, პრაქტიკა აჩვენებს, რომ შრომითი დავის სასამართლო განხილვა ხშირად 3 წელზე მეტ ხანს გრძელდება. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში შრომითი დავის სხდომის ჩანიშვნას საშუალოდ 1 წელი და 6 თვე ესაჭიროება. ამ მხრივ, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში, რაც, სავარაუდოდ, სასამართლოების შედარებით ნაკლები დატვირთვით არის განპირობებული. გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საქმეთა განხილვის გაჭიანურება უარყოფითად აისახება როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის ინტერესებზე. წლების მანძილზე მიმდინარე დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, იძულებითი განაცდურის გადასახადი ხშირად სოლიდურ თანხას შეადგენს, რაც მძიმე ტვირთად აწვება დამსაქმებელს. მეორე მხრივ, შრომითი დავის მიმდინარეობისას, დასაქმებული ვერ ახერხებს ალტერნატიული სამუშაო ადგილის მოძიებას, რაც, როგორც წესი, ამ ადამიანებისა და მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას იწვევს. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებული ვერ ახერხებს საბანკო ვალდებულებების შესრულებას, რაც შესაძლოა, საცხოვრებლის დაკარგვით დასრულდეს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დავის მიმდინარეობისას დამსაქმებლებს ფინანსური პრობლემები ექმნებათ და დავის დასრულებისას ვალაუვალნი ხდებიან. ასეთ დროს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება აზრს კარგავს და ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობასა და უფლებრივ აღდგენას. საბოლოოდ ტვირთი სახელმწიფოს აწვება, ვინაიდან სამსახურ და საცხოვრებელდაკარგული ადამიანები სახელმწიფოს სოციალური დახმარების იმედად რჩებიან. ვფიქრობთ, შრომითი ურთიერთობის ორივე მხარის ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა სპეციალური შრომის სასამართლო კოლეგიის შექმნა ან, უკიდურეს შემთხვევაში, არსებული საერთო სასამართლოების სისტემაში სპეციალურად შრომით დავების განმხილველი მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაცია, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე დაადგინა კომერციული დავების განმხილველ ვიწრო სპეციალიიზაციის მოსამართლეთა რაოდენობა. გვჯერა, რომ შრომის დავების განხილველი კოლეგიის შექმნა ან, უკიდურეს შემთხვევაში, შრომითი დავების განმხილველი ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეთა განსაზღვრა დავების გაჭიანურების პრობლემას მოაგვარებს, ხოლო გადაწვეტილებათა დასაბუთების ხარისხს გააუმჯობესებს. მზად ვართ, დამატებით ვუპასუხოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კითხვებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - ნათქვამია მიმართვაში.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)