|
2018-02-16 18:33:49, 1717 ნახვა
საზოგადოება
ბექა დავითულიანი ლევან ხაბეიშვილს: თქვენი ადგილი ცირკშია
საკრებულოს სხდომაზე მორიგი დაპირისპირება მოხდა. ამჯერად ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება ბიუჯეტის განხილვას მოჰყვა. საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ლევან ხაბეიშვილი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. "ნაცვლად იმისა, რომ ვილაპარაკოთ სხდომაზე, იმის შესახებ, რომ 100 ახალი ავტობუსი გვეყოლება, რომ ბაღები უფრო უსაფრთხო გახდება, ჩვენ და საზოგადოება თქვენ ტყუილებს ვისმენთ. ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ ნაძვის ხეზე მოგიჩინათ ადგილი, ახლა მე გეტყოდით, რომ თქვენი ადგილი ცირკშია, მაგრამ ბავშვებს ასე ვერ შევაშინებთ. მოსაბეზრებელია თქვენი ქოთქოთი", - მიმართა დავითულიანმა ხაბეიშვილს. საპასუხოდ, ხაბეიშვილმა დავითულიანს მიმართა, შეურაცხყოფებისგან თავის შეიკავოს. თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ დეპუტატებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და საკითხის განხილვა გააგრძელონ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)