|
2018-02-16 12:35:08, 1605 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: გუგეშაშვილებზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალიან ბევრი მიმართულებით, აქტიურად მუშაობს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობს ყველა იმ ვერსიის გადამოწმება, რომელიც ამ ეტაპზე გამოძიებას აქვს. მეზვრიშვილის თქმით, გამოძიება ძალიან ბევრი მიმართულებით აქტიურად მუშაობს და დამატებითი ინფორმაიის შემთხვევაში საზოგადოებას აუცილებლად შეატყობინებენ. ნათია მეზვრიშვილის გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით საქმის დეტალებზე არ საუბრობს. „მოგეხსენებათ, დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვა განხორციელდა და ხდება ყველა იმ ვერსიის გადამოწმება, რომელიც ამ ეტაპზე გამოძიებას აქვს. ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ და როგორც კი რაიმე დამატებით გახდება ცნობილი, საზოგადოებას ინფორმაციას აუცილებლად მივაწოდებთ“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. შეგახსენებთ, დიღმის მასივში, ყოფილი „მხედრიონელის“ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. თავდამსხელმა ნოდარ გუგეშაშვილი მოკლა, დოდო გუგეშაშვილი კი, დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)