|
2018-02-15 14:39:41, 1551 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 333 დევნილ ოჯახს დაუმტკიცდა
საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 333 დევნილ ოჯახს დაუმტკიცდა. ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "დღეს მთავრობის სხდომაზე კიდევ 333 დევნილი ოჯახის საკუთრების საკითხი იქნა განხილული. მათ დაუმტკიცდათ საკუთრება. მათ შრის, რამდენიმე იყო ისეთი ადგილი, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში იდგა პრობლემა და გადაწყვეტა ვერ ხერხდებოდა. ეს არის მაგალითად თელავში ყოფილი პროფსასწავლებლის შენობები, რომელიც გარემონტდა და სადაც დევნილები ცხოვრობენ მრავალი წელი, არ იყო გადაცემული მათთვის და მთლიაანდ საქართველოს მასშტაბით იყო რამდენიმე ასეთი შენობა. მინდა, პირადად დევნილებს მივულოცო, რადგან ეს 333 ოჯახი ისეთია, რომლებსაც ძალიან კარგი საცხოვრებელი პირობები აქვთ და დღეიდან ჩვეულებრივი საკუთრების უფლებით სარგებლობენ", -აღნიშნა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)