14:52 - 23 Jul, 2026
|
2018-02-15 14:38:51, 1648 ნახვა
საზოგადოება
თარხნიშვილის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება
მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, თარხნიშვილის ქუჩაზე, ახალი ასფალტის საფარი დაიგება. მიმდინარე სამუშაოების პროცესი მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, მოადგილე მიხეილ გოგოლიძესთან ერთად დაათვალიერა. „თარხნიშვილის ქუჩა ერთ-ერთი ცენტრალური და დატვირთული ქუჩაა ავტომობილების გადაადგილების კუთხით. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქუჩა მოწესრიგებული იყოს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მძღოლებისთვის“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე 2 300 კვ.მ ასფალტის ახალი საფარი დაიგება. ასევე, მოწესრიგდება ბორდიურები და ტროტუარები. სამუშაოებისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 84 700 ლარია გამოყოფილი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)