14:52 - 23 Jul, 2026
|
2018-02-15 14:08:32, 1893 ნახვა
საზოგადოება
სასკოლო-საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017-2018 წლის ბოლოს სასკოლო-საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. როგორც ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, გამოცდის დასრულების შემდეგ, მოსწავლე ქულის ნაცვლად, მხოლოდ იმას შეიტყობს გადალახა თუ ვერ გადალახა ბარიერი. "სიახლეს წარმოადგენს ის, რომ შემოღებული იქნება ჩააბარა/არ ჩააბარა (Pass/Fail) შეფასების სისტემა. ახალი ფორმატით, გამოცდისთვის დაწესებულ ბარიერი (5,5) არ იცვლება. რაც შეეხება თავად გამოცდებს, რაოდენობა იგივე დარჩება, მე-11 კლასის ბოლოს მოსწავლეები ოთხ საგანს - ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას და გეოგრაფიას, ხოლო ქართულს, მათემატიკას, უცხო ენასა და ისტორიას მე-12 კლასის ბოლოს ჩააბარებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)