|
2018-02-15 13:41:26, 1737 ნახვა
სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 იანვრიდან შეიქმნება
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ დღევანდელს სხდომაზე ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 იანვრიდან შეიქმნება. მინისტრის განმარტებით, მას ორი უმთავრესი ფუნქცია ექნება: „პირველი ესაა სამართალდამცავი სტრუქტურების და მათი წარმომადგენლების ზოგიერთი კატეგორიის დანაშაულის გამოძიება- წამება, წამების მუქარა, არადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობა და კიდევ რამდენიმე დანაშაული. მეორე უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ზუსტად ის ფუნქციები, რასაც დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახროციელებს. ეს ორი მიმართულება იქნება შეთავსებული და გამოირიცხება ყველანაირი ინტერესთა კონფლიქტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, ბოლომდე შესრულებული იქნება ვალდებულება, რაც ასოცირების შეთანხმებით ავიღეთ“, - აცხადებს წულუკიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)