|
2015-05-15 09:41:17, 751 ნახვა
ეკონომიკა
Toyota Prado-ს სენსაციური ფასი - 32 995 $
თბილისში მდებარე ტოიოტას ორივე ცენტრში, ტოიოტას ბესტსელერებზე - Prado-სა და LC200-ზე სპეციალური კამპანიის ფარგლებში, აქამდე არნახული ფასები ამოქმედდა. „ასეთი გადაწყვეტილება პირველად მივიღეთ, გვინდა მომხმარებელს შანსი მივცეთ, რომ სასურველი ავტომობილი საუკეთესო ფასად - 20%-მდე ფასდაკლებით შეიძინოს. Prado “Family 3.0l”-ის შეძენა მომხმარებელს 39,000 $-ის ნაცვლად, 32,995 $ შეეძლება. Prado “Business 3.0l” კი აქციის ფარგლებში 41,000 $-ის ნაცვლად - 34,995 $ ეღირება.“ - აცხადებენ „ტოიოტა კავკასიისა და ცენტრალური აზიის“ ოფისში. Toyota Prado-სა და LC200-ზე უპრეცენდენტო აქცია რამდენიმე დღეა დაწყებულია და უკვე დიდი გამოხმაურება მოყვა. თუმცა მისი ხანგრძლივობის შესახებ, წარმომადგენლობაში დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ, რადგან აქციის ფარგლებში შემოთავაზებული ავტომობილების რაოდენობა შეზღუდულია. Toyota-ს ბრენდებს შორის, აღნიშნული მოდელები ყველაზე პოპულარულია და საუკეთესო გაყიდვად მოდელებად ითვლება. აღნიშნულ ავტომობილებზე მოთხოვნა გამოწვეულია მათი საუკეთესო ადაპტირებით უგზოობის პირობებზე და ასევე იმ ფაქტით, რომ კომფორტულობის თვალსაზრისით, ეს ავტომობილები უდაოდ პრემიუმ და ბიზნეს კლასს განეკუთვნებიან. აღსანიშნავია, რომ კავკასიაში გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს Prado family-ის 7 სავარძლიანი მოდელი. ავტომობილის ამ სერიას გააჩნია სავარძლების მესამე რიგი, რომლის დაკეცვის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს საკმაოდ ტევად საბარგულს. ასეთი მოდელები ძალიან მოსახერხებელია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომლებსაც უყვართ ქალაქგარეთ ან ხანგრძლივ მოგზაურობებში ავტომობილით სიარული. ტოიოტას წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საქართველოში განსაკუთრებით მოთხოვნადია დიზელის მოდელები, რომელთა საწვავის მოხმარების ეკონომიურობა კიდევ უფრო გაუმჯობესებულია: დაახლოებით 8 -11 ლ 100 კილომეტრზე ქალაქში. ასევე 226 გ/კმ-დე შემცირებულია გამონაბოლქვის მაჩვენებელი. გარდა ამისა, აღნიშნული მოდელების ძარა, MT (მულტი-ლანდშაფტური) მონიტორი და MTS სისტემა, მფლობელს საშუალებას აძლევს აირჩიოს სასურველი მართვის რეჟიმი სხვადასხვა პირობებში სატარებლად. მისი X-HAC - პნევმატური დაკიდების სისტემა კი უზრუნველყოფს ავტომობილის რბილ და კომფორტულ მართვას. „ჩვენს რეგიონში მოდელები - Prado “Family 3.0l” და Prado “Business 3.0l” განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. სწორედ ამიტომ აქციის ფარგლებში პირველ რიგში ამ ავტომობილების შეთავაზება გადავწყვიტეთ ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის“ - აცხადებენ ტოიოტას წარმომადგენლობაში. რაც შეეხება ტოიოტას დანარჩენ მოდელებს, მათი ფასები აქციის ფარგლებში ასეთია: Prado ‘executive 3.0l’ – 57,400 USD -> 50,200 USD Prado ‘business 4.0l’ – 47,700 USD -> 42,395 USD Prado ‘executive 4.0l’ – 58,300 USD -> 49,995 USD LC200 ‘comfort +’ – 47,400 USD -> 41,995 USD LC200 ‘prestige 4.5l’ – 74,400 USD -> 66,975 USD LC200 ‘ Prestige 4.6l’ – 74,000 USD -> 66,995 USD LC200 ‘SE 4.6l’ – 76,400 USD -> 67,995 USD მომხმარებლებს ავტომობილების აქციების პირობებით შეძენა, ტოიოტა ცენტრ თბილისსა და ტოიოტა ცენტრ თეგეტაში შეეძლებათ.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)