|
2018-02-14 12:13:15, 1782 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო - გლდანის მე-8 დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა, რომელსაც ყელის არეში ჭრილობა აღენიშნებოდა, თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული: „მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. მსჯავრდებული ჩ.ნ. საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)