|
2018-02-14 12:08:50, 1770 ნახვა
საზოგადოება
საია საზოგადობრივი მაუწყებლის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადობრივი მაუწყებლის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართავს. როგორც ორგნიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი განაცხადა, ეთერში განეთავსებინა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული სოციალური რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას 1984 წელს მიღებული სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების საჭიროების თაობაზე. „აღნიშნული ნორმატიული აქტი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და ყოველდღიურად იწვევს არაერთი პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამი. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის აღნიშნული ნორმის დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. საია საჩივრით მიმართავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვს სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალოს სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული ვიდეო რგოლის სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება“,-განმარტებულია განცხადებაში.
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)